ჭაბურღილის ლიკვიდაციის შემდეგ კომერციული თევზჭერის რაიონში ოპერატორმა უნდა დაადასტუროს ტერიტორიის დასუფთავება ერთი ან რამდენიმე მეთოდით: ა) ფართობზე ტრალის გათრევით ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით; ბ) მყვინთავების მიერ ბურღვის ადგილის ირგვლივ ტერიტორიის გამოკვლევით; გ) გვერდული ან ფსკერული ხედვის ჰიდროლოკატორის დახმარებით ბურღვის ადგილის სკანირებით; დ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნებისმიერი სხვა მეთოდით. სალიკვიდაციო ოპერაციების დასრულების შემდეგ ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს სააგენტოში წერილობითი შეტყობინება, რომ ტერიტორია ფაქტობრივად განთავისუფლებულია ყველა წინააღმდეგობისაგან და ვარგისია კომერციული თევზჭერისათვის.
პლატფორმები და საზღვაო კონსტრუქციე