ამ პუნქტის მიზანია ოპერატორის მიერ საბურღი დანადგარისა და შესაბამისი პროცედურების გამოყენების უზრუნველყოფა საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად. საზღვაო ჭაბურღილის ბურღვაზე ნებართვის განაცხადი უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს, რომლებიც ჩამოთვლილია წესების 78-ე მუხლში და შეძლებისდაგვარად დამატებით ინფორმაციას:

ა) დაპროექტებული საბურღი დანადგარის მაქსიმალურ საექსპლუატაციო პირობებს;.

ბ) საპროექტო და კონსტრუქციულ შეზღუდვებს, რომლის დროსაც საჭიროა ბურღვის პროცესის ან საბურღი დანადგარის მუშაობის გაჩერება ან მოდიფიკაცია (მაგ., გემის მოძრაობა, გადაადგილება, ღუზის დაჭიმვა, ქარის სიჩქარე, ტალღის სიმაღლე, დინებები, გაყინვა, ყინულის დატვირთვა და ა.შ.);

გ) მცურავი ან ნახევრადჩასაძირი საბურღი პლატფორმის გამოყენებით საბურღი ოპერაციების ჩატარებისას უსაფრთხოების საშუალებების დამატებითი ზომების აღწერას;

დ) იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია წყლის ზედაპირის გაყინვა, საბურღი, ამოფრქვევის საწინაღმდეგო და მათთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობის და მასალების ვარგისიანობის დახასიათებას ასეთ პირობებში სამუშაოდ;

ე) მცირე სიღრმეზე ბუღრვასთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების გამოკვლევის შედეგებს, თუ ასეთი გამოკვლევა არსებობს;

ვ) ამოფრქვევის საწინააღმდეგო წყალქვეშა მოწყობილობის აღწერილობას;

თ) სხვა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დასაბუთებულად მოითხოვოს სააგენტომ.

თავი LXI

ათვისებისა და კაპიტალური რემონტის ოპერაციე