1. სააგენტოს შეუძლია ოპერატორის სამშენებლო ან მიწისქვეშა სამუშაოების შეჩერება დასაბუთებული პერიოდის განმავლობაში იმ უბნებზე, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს სახელშეკრულებო ფართობის ფარგლებში არსებულ წესების 171-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე აღმოჩენაზე, მანამ, სანამ სააგენტო არ მიიღებს ასეთი აღმოჩენის ექსპერტიზის შედეგებს.

2. აღმოჩენის შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა ჩაატაროს აღმოჩენის საექსპერტო შეფასება და აცნობოს ოპერატორს შესაბამის გეგმაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ. ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს:

ა) მიწისზედა ნაგებობების გადატანა აღმოჩენის ფართობის გარეთ;

ბ) გაძლიერებული კონტროლის ღონისძიებები დამატებით აღმოჩენებზე, რასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მილსადენების მშენებლობის და მიწის სამუშაოების განახლების შემდეგ.

3. სააგენტომ უნდა მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია ამ წესების 171-ე მუხლით განსაზღვრული ყველა ცნობილი ობიექტისა და მათი მდებარეობის შესახებ, ოპერატორის თხოვნით გეგმის წარდგენამდე ან ამ გეგმის შესაბამისობის შესახებ დასკვნის გაცემის დრო