სანაპირო ტერიტორიასა და ხმელეთზე განლაგებული ქიმიური ნივთიერებების საწყობი ნაგებობების ოპერატორმა უნდა:

ა) შეინახოს საშიში ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოპყრობას, ან ადამიანისათვის ტოქსიკურია (მჟავები, დეტერგენტები და ა.შ.), უსაფრთხო ნაგებობებში, რომლებშიც შესვლა შეზღუდული იქნება;

ბ) აწარმოოს ყველა ასეთი ქიმიური ნივთიერების რაოდენობის აღრიცხვა;

გ) სპეციალურ რუკებზე მონიშნოს ქიმიკატების შენახვის ადგილები და მათი რაოდენობა. ასეთი რუკები უნდა მოთავსდეს შესამჩნევ, ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას და დაურიგდეს ექსტრემალური სიტუაციის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელ პირებს.

თავი XLVIII

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტრო