1. მოპოვებული წყლის განთავსებამდე ოპერატორმა უნდა გაასუფთავოს იგი იმისათვის, რათა ნავთობი და კონდენსატი არ მოხვდეს ამბარში.
2. მოპოვებული წყალი შეიძლება ჩაშვებული იქნეს:
ა) ჭაბურღილში ჩაჭირხვნით ამ კარის 162-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) აორთქლებით/ფილტრაციით სათანადოდ იზოლირებულ ან არაიზოლირებულ ამბარში 161-ე მუხლში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) განთავსება ნავთობისა და გაზის ნარჩენებთან დაკავშირებულ ნებადართულ ნაგებობებში, როგორც აღწერილია 158-ე და 159-ემუხლებში;
დ) სახელმწიფო სააგენტოს ნებართვით, სახელშეკრულებო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ გზებზე დაღვრით, რომლებიც მდებარეობს გარემოს დაცვის კუთხით მგრძნობიარე ტერიტორიის გარეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული წყალი შეიცავს 5,000მგ/ლ შეწონილ ნაწილაკებს;
ე) შავ ზღვაში ამ წესების 190-ე, 191-ე და 192-ე მუხლებში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. ნავთობისა და გაზის ოპერაციების დროს წარმოებული წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეორადი ნავთობგაზგაცემისათვის, ბურღვისათვის ან სხვა მიზნებისათვის, რომელიც მიღებულია საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკაში და ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ წყლის ხარისხის სტანდარტებს.
დამხმარე ოპერაციე