ნავთობისა და გაზის ნარჩენების მოცილება-გაუვნებლებისათვის საჭირო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) ოპერატორის ვინაობას, მისამართს, ტელეფონისა და ფაქსის ნომრებს და უფლებამოსილი საკონტაქტო პირის ვინაობას;
ბ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების მოცილება-გაუვნებლების ნაგებობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გეგმას, რომელზედაც ნაჩვენები უნდა იქნეს სადრენაჟო ქსელები და ნებისმიერი გასადენები დამჭერი მოწყობილობებიდან და ისეთი ნაგებობებიდან, როგორებიცაა გზები, შემოღობვები, რეზერვუარები, თხრილები, შენობები და სხვა სამშენებლო კონსტრუქციები;
გ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების ნებისმიერი სახეობის რაოდენობას, რომელსაც მიიღებს ნაგებობა და გადაამუშავებს ყოველკვარტალურად, ასევე, ნარჩენების ყოველი ტიპის მახასიათებლებს;
დ) ექსპლუატაციის გეგმას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, დამუშავების მეთოდის აღწერილობას, ნაგებობის სამუშაო დატვირთვის მოსალოდნელ მოცულობას, მკვებავი ნივთიერებებისა და ნიადაგის დანამატების ტიპებს; სინჯის აღების, ინსპექციის, ტექნიკური მომსახურების და ავარიულ სიტუაციაში მოქმედების პროცედურებს, აღრიცხვის წარმოებას, ტერიტორიის დაცვა/უსაფრთხოების და ნარჩენების საბოლოო განთავსების საკითხებს;
ე) სადაც ეს შესაძლებელია, გრუნტის წყლების მონიტორინგის პროცედურებ