ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) ნავთობისა და გაზის ყველა მოსალოდნელი ნარჩენის კონტროლისა და განთავსებისათვის აუცილებელი პროცედურების აღწერას, ყოველი კონკრეტული განაცხადისათვის ან შესაბამისი გეგმისათვის;
ბ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების ყველა სახეობის აღწერას, ნარჩენების სავარაუდო რაოდენობას, რომლებიც ექვემდებარება გაწმენდას, ტრანსპორტირებას, დატვირთვა-ჩამოტვირთვას, შენახვასა და განთავსებას ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების პროცესში; ასევე იმ ნაგებობების აღწერას, რომლებიც განკუთვნილია თითოეული სახის საქმიანობისათვის, დასუფთავებისა და უვნებელყოფის პროცესის მოკლე ტექნოლოგიური სქემისა და გამოსაყენებელი მეთოდების ჩათვლით.
გ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების ადგილის ლიკვიდაციის გეგმას, როგორც დადგენილია 159-ე მუხლით;
დ) სააგენტოს მიერ ნავთობისა და გაზის ან სხვა ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებულ დასაბუთებულ მოთხოვნებ