დაღვრის თავიდან აცილების გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) სახელშეკრულებო ფართობის რუკას, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს უახლოესი დასახლებული პუნქტები, განსაკუთრებული ეკოლოგიური ზონები და დაცული ტერიტორიები; დაბინძურებული საწვავის, ნავთობისა და გაზის ნარჩენებისა და ქიმიკატების შენახვისა და განთავსების პოტენციური ადგილები, სანაპირო დოკები და გასამართი სადგურების მდებარეობა;
ბ) დაღვრის გავრცელების ყველაზე უარესი შემთხვევის სცენარს, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების დროს, მათ შორის ავარიის ტიპის, ნაკადის მოცულობის, სიჩქარის და მიმართულების, დაღვრილი ნივთიერების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის მეთოდების ჩათვლით;
გ) დაღვრის თავიდან აცილებისათვის საჭირო მოწყობილობისა და დამხმარე სატევების, რაოდენობას და მათი ადგილმდებარეობას სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის მომზადებული პერსონალის სიას; იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვან ან მცირე ამოფრქვევებისა და დაღვრების შემთხვევაში; სააგენტოში ანაგარიშგების პროცედურას;
დ) იმიტირებული ვარჯიშების აღწერილობას, რომელსაც მიმართავს ოპერატორი, რათა განსაზღვროს დროის ის მონაკვეთი, რომელიც საჭირო იქნება მოწყობილობებისა და პერსონალის გამოყენებით დაღვრის შედეგების სალიკვიდაციოდ იმ ადგილებში, სადაც დაღვრები ყველაზე უფრო მოსალოდნელია ან სადაც არსებობს განსაკუთრებული ეკოლოგიური პირობები;
ე) დისპერგატორების გამოყენების გეგმა, სადაც ეს შესაძლებელია გამოყენებადი მადისპერსირებელი ნივთიერებების მითითებით, მათი სხვადასხვა პირობებში გამოყენების ეფექტურობის შეფასება, მათი ტოქსიკურობის, ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების მოკლე აღწერა;
ვ) ნავთობის დაღვრის სალიკვიდაციო ნაგებობებისა და მოწყობილობების ინსპექტირების პროცედურა, ინსპექტირების დოკუმენტაციის წარმოების ჩათვლით;
ზ) ოპერატორის პასუხისმგებელი პირების ვინაობას, მათი თანამდებობების და სამსახურებრივი მოვალეობების, მისამართების, ტელეფონების, ფაქსის ნომრების და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
თ) დამჭერი და სარინი კონსტრუქციების ან მოწყობილობების დახასიათებას, რომლებიც გამოიყენება დაღვრილი ნავთობის წყლის ან ხმელეთის ზედაპირზე მოხვედრის აღსაკვეთად, ნავთობის სხვა საჭერი/სალოკალიზაციო საშუალებების ჩათვლით;
ი) დაღვრის ლიკვიდაციაზე ოპერატორის მხრიდან კოორდინატორის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ამ მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირების ტელეფონის ნომერს;
კ) პროცედურებს, რომლებიც უნდა განახორციელოს ოპერატორმა, რათა უზრუნველყოს ობიექტებზე მუდმივად ერთი თანამშრომელის ყოფნა მაინც, რომელსაც გავლილი ექნება დაღვრის ლიკვიდაციის ინსტრუქტაჟი, რათა ამ პირმა საწყის ეტაპზევე მოახდინოს რეაგირება და დროულად აცნობოს პასუხისმგებელ პირებს დაღვრის თაობაზე;
ლ) დაღვრის თავიდან აცილების გეგმის დამტკიცების შემდეგ სააგენტოს მიერ დასახელებული იმ ადგილობრივი და სახელმწიფო პირების სიას, ტელეფონის ნომრების მითითებით, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შემთხვევის ადგილის შესწავლასა და გაწმენდის ოპერაციების მეთვალყურეობაში და ასევე, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მუშაობის კოორდინაციაში;
მ) სააგენტოს მიერ დასაბუთებულ ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია დაღვრის ლიკვიდაციასთა