1. გზშ-ს ან გდგ-ს, როგორც ნებართვაზე განაცხადის ან გეგმის შემადგენელი ნაწილის წარდგენიდან, ან გზშ-ს შესაბამისობის შესახებ დასკვნის გამოტანიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტოს შეუძლია დაამტკიცოს გარემოს დაცვის გეგმა:
ა) ცვლილებების გარეშე, თუ გდგ-ის მიხედვით (რომელიც გზშ-ს ანგარიშთან თან ერთად განიხილება), ნავთობისა და გაზის ოპერაციები არ მოახდენენ მნიშვნელოვან ზემოქმედებას გარემოზე, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ადგილებსა და ბუნების ძეგლებზე;
ბ) ცვლილებებით, იმ პირობით, რომ გდგ-ში ან ნავთობისა და გაზის ოპერაციებში შევა ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ისეთ დონემდე, რომელსაც სააგენტო დასაშვებად მიიჩნევს;
გ) არ დაამტკიცოს გდგ, თუ ის არ აკმაყოფილებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვის კონკრეტულ მოთხოვნებს.
2. სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს გდგ-ს დასამტკიცებლად საჭირო ვადა 90 დღემდე, გეგმის საქართველოს გარემოსდაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაზედაც წერილობით უნდა შეატყობინოს ოპერატორს.
3. თუ სააგენტო, ამ მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრულ ოთხმოცდაათ (90) დღის განმავლობაში ვერ გამოიტანს დასკვნას წარდგენილ გდგ-ზე, მაშინ გდგ ჩაითვლება დამტკიცებულა