1. ოპერატორმა უნდა მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს ორი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის ან შესაბამისი გეგმის ნაწილს:

ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს;

ბ) გარემოს დაცვის გეგმას (გდგ), რომელიც განსაზღვრავს ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ ზომებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღსაკვეთად, სახელშეკრულებო ფართობის იმ უბნის რეკულტივაციისა და აღდგენის ჩათვლით, რომელზედაც ტარდება ან ტარდებოდა ნავთობისა და გაზის ოპერაციები.

2. გზშ-ს ანგარიშისა და გდგ-ს ყოველი მომდევნო რედაქცია დაეფუძნება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე ნებართვის განაცხადსა ან გეგმაში წარმოდგენილ გზშ-სა და გდგ-ს. ასეთი ანგარიშების რედაქტირებული ვარიანტები უნდა შეიცავდნენ მხოლოდ ახალ ან გადასინჯულ მონაცემებს, რომლებიც არ განხილულა გზშ-ს და გდგ-ს პირვანდელ ვარიანტში ან მის მომდევნო რედაქციებში.

3. წინამდებარე კარის მიხედვით ოპერატორს არ მოითხოვება, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებისათვის ყველა სახის ნებართვაზე განაცხადის წარდგენისას შეიტანოს ცვლილებები გზშ-ს ან გდგ-ს პირვანდელ რედაქციაში. შესწორებების შეტანა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის შესაბამის გეგმაში (იცვლება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების ადგილი, იცვლება ბურღვის ტექნიკური პარამეტრები ან ტექნოლოგია და სხვ