1. გზშ-ს ანგარიშის, როგორც ნებართვაზე განაცხადის ან გეგმის შემადგენელი ნაწილის, წარდგენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გამოიტანოს დასკვნა გზშ-ს სრულყოფილების შესახებ. განაცხადი ნებართვაზე ან გეგმა არ ითვლება ოფიციალურად წარდგენილად, ვიდრე სააგენტო არ გამოიტანს დასკვნას, რომ გზშ-ს ანგარიში არის სრული. გზშ-ს ანგარიშზე დასკვნის გამოსატანად საჭირო დროის პერიოდი შეიძლება გაგრძელებულ იქნეს ოთხმოცდაათ (90) დღემდე, მისი საქართველოს გარემოს დაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაზეც სახელმწიფო სააგენტომ უნდა შეატყობინოს ოპერატორს წერილობით.

2. თუ სააგენტოს პირველ პუქტში განსაზღვრული ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში არ გამოაქვს დასკვნა გზშ-ს ანგარიშის სრულყოფილების შესახებ, მაშინ ასეთი გზშ-ს ანგარიში ჩაითვლება სრულყოფილად და საკმარისა