1. გარემოს დაცვის ნებისმიერი გეგმის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა, რომელიც უნდა მომზადდეს, გარემოს შესაბამისი პარამეტრებისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე მნიშვნელოვანი პოტენციური ზემოქმედების დონის შესახებ სრული მიმდინარე ინფორმაციის მოსაპოვებლად. გარემოსდაცვითი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მთელ პერიოდში.

2. წესებში განსაზღვრული გარემოს დაცვის მიზნების მისაღწევად, გარემოს დაცვის გეგმის შესაბამისად, გარემოსდაცვითი მონიტორინგს შეიძლება დაექვემდებაროს შემდეგი ეკოლოგიური კომპონენტები:

ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხი;

ბ) მიწისზედა, მიწისქვეშა და ზღვის წყლების ხარისხი;

გ) ნიადაგის და ზღვის ფსკერის ნალექები;

დ) ფლორა და ფაუნა, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ბიოლოგიური სახეობები;

ე) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების მდგომარეობა;

ვ) ენერგიის გამოყენება;

ზ) ნავთობისა და გაზისა და სხვა ნარჩენების განთავსება.

თავი XLV

დაღვრის თავიდან აცილების გეგ