1. დაღვრის თავიდან აცილების დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ოპერატორმა უნდა მიიღოს გადაუდებელი ზომები ნებისმიერი დაღვრის აღმოჩენის შემდეგ მისი ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, განსაკუთრებით საქართველოს სანაპირო ან შიდა წყალშემკრებ აუზებში წყლის ზედაპირზე, ნავთობის დაღვრის შემთხვევაში.
2. სააგენტო აძლევს ოპერატორს ნებისმიერი დაღვრის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის სასწრაფო ზომების გატარების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დადგინდება, რომ ოპერატორს არ ძალუძს სააგენტოს მიერ დამტკიცებული დაღვრის თავიდან აცილების გეგმის ან სხვა ალტერნატიული გეგმის განხორციელება, დაღვრის ადგილზე განსაკუთრებულ პირობების არსებობის შემთხვევაში. თუ დადგინდება რომ ოპერატორს არ შეუძლია იმოქმედოს, მაშინ სააგენტოს შეუძლია ჩაერიოს საქმეში და განახორციელოს დაღვრის თავიდან აცილების სათანადო გეგმა.
3. ოპერატორმა შეიძლება გამოიყენოს დაღვრის ლოკალიზაციის, ზემოქმედების შესუსტებისა და ლიკვიდაციის ალტერნატიული საშუალებები, ქიმიური რეაგენტების, მააბსორბირებელი ან სხვა ნივთიერებების გამოყენებით, თუ ისინი შეესაბამება დაღვრის თავიდან აცილების გეგმის ამოცანებს.
ნავთობისა და გაზის ნარჩენების მოცილება-გაუვნებლე