1. ოპერატორმა უნდა შეატყობინოს სააგენტოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი დაღვრის შესახებ სიტყვიერად ან წერილობით, დაღვრის აღმოჩენის მომენტიდან რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. სიტყვიერ შეტყობინებას თან უნდა მოსდევდეს დაუყოვნებელი წერილობითი ახსნა-განმარტება.
2. მნიშვნელოვანი დაღვრის შესახებ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დაღვრის ადგილმდებარეობა გეოგრაფიული კოორდინატების აღნიშვნითა და ჭაბურღილის ნომერი;
ბ) დაღვრის დაახლოებითი მოცულობა და დაღვრილი ნივთიერების ტიპი (ნავთობი, მჟავა, ფენის წყალი ან სხვა მყარი ან თხევადი ნივთიერებები, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე);
გ) ოპერატორის მიერ მიღებული ზომების მდგომარეობა პირველი შეტყობინების მომენტისათვის.
3. გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ოპერატორი ვალდებულია წარუდგინოს სააგენტოს მნიშვნელოვან დაღვრასთან დაკავშირებული მონიტორინგის პერიოდული ანგარიშები მანამდე, ვიდრე არ დადგინდება, რომ აღარ არსებობს ნავთობის ან სხვა მავნე ნივთიერების საშიში რაოდენობა.
4. დაღვრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი დაღვრის მონიტორინგის ანგარიშები უნდა იქნეს წარდგენილი ყოველკვირეულად ან სააგენტოს მიერ დადგენილი სიხშირი