ყველა გზშ-ს ანგარიში უნდა შეიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელშეკრულებო ფართობზე გარემო პირობების ძირითად ანალიზს, რომელიც სავალდებულოა გზშ-ს ანგარიშის პირვანდელი ვარიანტისათვის;

ბ) შესაბამისი გეგმის ან ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ადგილებსა და ბუნების ძეგლებზე მოსალოდნელი ზემოქმედების აღწერას, გამოკვლევას და შეფასებას;

გ) ნავთობმრეწველობის ობიექტების მშენებლობის რუკას, დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების საზღვრების მითითებით;

დ) სადაც შესაძლებელია, ფართობის საინჟინრო, გეოლოგიურ და ტექტონიკურ მახასიათებლებს, მათ შორის ისეთი ქანების და ფენების დახასიათებას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურული არამდგრადობა ნაგებობების, ნავთობის შემკრების რეზერვუარების, გზების, პლატფორმებისა და მილსადენების მშენებლობისას;

ე) სახელშეკრულებო ფართობზე სახმელეთო სამუშაოების დროს ზემოქმედების ქვეშ მყოფი იმ ტერიტორიის გამოკვლევას, სადაც მოეწყობა მიწის ამბარი, წყალშემცველი ჰორიზონტების არსებობის და მათი დაცვის აუცილებლობის დასადგენად;

ვ) ხმელეთისა და ზღვის გარემოს თითოეულ ძირითად კომპონენტზე ცალკეული და მთლიანი ზემოქმედების განსაზღვრა, ზემოქმედების მასშტაბისა და ხანგრძლივობის ჩათვლით.

ზ)გარემოს დაცვის ისეთ მახასიათებლებზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს როგორიც არის:

ზ.ა) ემისიები ატმოსფეროში, გამოყენებული წყლისა და ნარჩენების გარემოში ჩაშვება;

ზ.ბ) ზედაპირული, მიწისქვეშა და ზღვის წყლების ხარისხი; ნავთობისა და გაზის სამუშაოების წყლით მომარაგების ჩათვლით;

ზ.გ) ნავთობისა და გაზის საზღვაო ოპერაციებისათვის ნიადაგის, კარსტული ღრუებისა და დანალექი ქანების მახასიათებლები; ხოლო სახმელეთო ოპერაციებისათვის ბუნებრივად, ტოპოგრაფიულად და ეკოლოგიურად თავისებური ფართობები, ისეთი, როგორიცაა ნარწყული, დატბორილი ტერიტორიები, სანაპირო ზონები, ეროვნული პარკები და განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიები;

ზ.დ) ფლორა და ფაუნა, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ბიოლოგიური სახეობების დაცვა;

ზ.ე) მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო და ჯანმრთელობის მდგომარეობა; მოსახლეობის დემოგრაფიული განაწილება დაგეგმილი ოპერაციების ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ხუთი წლის ისტორიული მონაცემების მიხედვით. ზემოაღნიშნული ინფორმაცია, თუ ეს შესაძლებელია, უნდა ემყარებოდეს არანაკლებ ორ სხვადასხვა წყაროს.

ზ.ვ) სააგენტოს შეუძლია დასაბუთებულად მოითხოვოს სხვა სათანადო მახასიათებლები, რომლებსაც წინასწარ ფლობს, ფართობის სპეციფიკიდან გამომდინარ