გარემოს დაცვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს:
ა) ატმოსფერულ ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, ფლორასა და ფაუნაზე პოტენციური ზემოქმედების შერბილების და მონიტორინგის, აგრეთვე ნავთობისა და გაზის ნარჩენების კონტროლის პროგრამა;
ბ) ნავთობის დაღვრის თავიდან აცილების გეგმა;
გ) ნავთობისა და გაზის და სხვა ნარჩენების შენახვის, ტრანსპორტირების, გაწმენდის, გადამუშავების, უვნებელყოფისა და განთავსების გეგმა;
დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების დამთავრებისას ლიკვიდაციის ან ფართობის რეკულტივაციის პროცედურა;
ე) აღმოჩენილი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების შესახებ ანგარიშგების პროცედურა;
ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, გარემოს დაცვის თაობაზე, სააგენტოს მიერ დასაბუთებულად მოთხოვნილი სხვა შესაბამისი ინფორმაცი