1. ოპერატორმა უნდა მოამზადოს ნავთობისა და გაზის ნარჩენების ადგილის ლიკვიდაციის გეგმა ნავთობისა და გაზის ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების ყველა ნაგებობისათვის, რომელიც მან სახელშეკრულებო ფართობზე გამოიყენა, ააშენა, ექსპლუატაცია გაუწია და განალაგა. გეგმა უნდა წარედგინოს სააგენტოს განსახილველად, როგორც ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების გეგმის ნაწილი.

2. ნავთობისა და გაზის ნარჩენებისათვის განკუთვნილი ადგილის ლიკვიდაციის გეგმა უნდა შეიცავდეს::

ა) სადაც შესაძლებელია, პირვანდელ ტოპოგრაფიულ მდგომარეობამდე აღდგენისათვის საჭირო მიწის სამუშაოების მეთოდების აღწერას;

ბ) ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსებისათვის გამოსაყენებელი საჭირხნი ჭაბურღილების, მათ შორის საზღვაო ჭაბურღილების ლიკვიდაციის მეთოდების აღწერას;

გ) ნავთობისა და გაზის გაუსუფთავებელი და მოსაშორებელი ნარჩენების, ოპერატორის ან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში მყოფ სხვა ნაგებობებში, უსაფრთხო გადატანის უზრუნველყოფისათვის საჭირო მეთოდებს;

დ) უბნის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სააგენტოს ნებისმიერი სხვა შესაბამის მოთხოვნას.

3. ნავთობისა და გაზის ნარჩენებისათვის განკუთვნილი ადგილის ლიკვიდაციამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე, ოპერატორმა უნდა შეატყობინოს სააგენტოს ამის შესახებ, რათა მან საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ინსპექცი