1. ყველა ტანკერი, რომელიც გამოიყენება ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის საზღვაო და სანაპირო ნაგებობებიდან, უნდა იქნეს ექსპლუატირებული, სადაც ეს შესაძლებელია, გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო საზღვაო კოდექსის შესაბამისად.

2. ოპერატორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს თანხმობის მისაღებად იმ ტანკერების სახელები, რომელთა გამოყენებასაც ის გეგმავს. სააგენტოს შეუძლია არ გასცეს გარკვეული ტანკერის გამოყენებაზე ნებართვა, თუ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ ასეთი ტანკერი მონაწილეობდა ზღვის გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან ინციდენტში და არსებობს ასეთი ინციდენტის განმეორების საკმაო ალბათობ