1. თხევადი აირის დასატვირთი ნავმისადგომი №2 მდებარეობს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიაში, ნავთობტერმინალის მოლის შუა ნაწილში, რომელთანაც ხორციელდება მაქსიმუმ 119 (ას ცხრამეტი) მეტრამდე სიგრძის მქონე აირმზიდი ტანკერის დაყენება და დატვირთვა ნავთობის თხევადი აირით (Liquid Petroleum Gas).
2. №2 ნავმისადგომთან მიიღება აირმზიდი ტანკერის მაქსიმალურად დასაშვები განზომილებებით: სიგრძე 119 მ, სიგანე 18,8 მ, წყალშიგი მაქსიმალური ტვირთით – 7,0 მ.
3. აირმზიდი ტანკერის უსაფრთხოება მისი ნავმისადგომთან დგომის დროს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედებაზე, არასაშტატო სიტუაციების წარმოქმნაზე, ნავსადგურის შეზღუდულ აკვატორიაზე, ნავთობტერმინალის მეზობელ ნავმისადგომებზე, ტერმინალის აირჩამომმსხმელ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სისტემებზე და სხვა. აირმზიდი ტანკერის ნავსადგურში შემოსვლისას, მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა დადგენილი ნორმები თავად ტანკერის, ყველა სამსახურისა და ტერმინალის მიერ.
4. აირმზიდ ტანკერს, ნავმისადგომთან მისაბმელი ოპერაციების წარმოების დროს და ნავმისადგომთან მისი დგომის პერიოდში, მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე ტანკერის ოფიციალური საზაფხულო დედვეიტის არანაკლებ 30% -ის ეკვივალენტი სეგრეგირებული ბალასტი ან ტვირთი.
5. აირმზიდი ტანკერის №2 ნავმისადგომთან მიყენება/გაყვანის ოპერაცია საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო განზომილების მქონე ორი ბუქსირით თითოეული არანაკლები 1800 ც/ძ სიმძლავრისა.
6. აირმზიდის №2 ნავმისადგომთან მიყენება უნდა მოხდეს მარჯვენა ბორტით, ქიმით ნავსადგურიდან გასასვლელისკენ და მარცხენა ღუზის გამოყენების გარეშე (ღუზა დასაშვებია მხოლოდ ტანკერის შემოყვანის მომენტში წარმოქმნილი ავარიული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით) იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი ან ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, აირმზიდი ტანკერი ბუქსირების დახმარებით შეფერხების გარეშე სწრაფად იყოს გამოყვანილი ნავმისადგომიდან და გაყვანილი ღია ზღვაში.
7. №2 ნავმისადგომთან მდგომი აირმზიდი გემის ორივე დაბოლოვებასა და №1 და №3 ნავმისადგომებთან მდგომ ნავთობმზიდ ტანკერებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრი.
8. აირმზიდი ტანკერის ნავსადგურში შესვლისა და ნავსადგურიდან გასვლის წინ, საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერმა VHF -16 არხზე უნდა გააკეთოს სპეციალური გამაფრთხილებელი გამოცხადება – „ნავსადგურში შემოდის/გადის აირმზიდი ტანკერი, ყველა მცურავმა საშუალებამ გზა დაუთმოს მას და არ შეუქმნას შეფერხება მის თავისუფალ გადაადგილებას“. გარშემო მყოფი მცურავი ერთეულებისაგან (რეიდზე, ღუზაზე და ნავსადგურის აკვატორიაზე) ნავსადგურის მორიგე ოფიცერმა უნდა მიიღოს რადიოდასტური და გააკეთოს ჩანაწერი მორიგე ოფიცრის სავახტო ჟურნალში.
9. აირმზიდს, ნავსადგურში შესვლისას, გასვლისას და/ან ღუზაზე დადგომის დროს ეძლევა მოძრაობის უპირატესობა ყველა ტიპისა და დანიშნულების მქონე მცურავი ერთეულის მიმართ და არც ერთ მცურავ ერთეულს არ აქვს უფლება აირმზიდი ტანკერის მოძრაობის დროს გზა გადაუჭრას მას და/ან შეაფერხოს აირმზიდი ტანკერის თავისუფალი მოძრაობა ნავსადგურის აკვატორიისა და გარე რეიდის ფარგლებში.
10. აირმზიდი ტანკერის მთავარი ძრავი და დამხმარე მექანიზმები, მისი სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან (ადვილად აალებადი და ფეთქებადი ობიექტი) გამომდინარე, ნავსადგურში დგომის პერიოდში საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, რათა შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს გამოყენება.
11. აირმზიდი ტანკერის ეკიპაჟის 2/3 მუდმივად უნდა იმყოფებოდეს გემის ბორტზე.
12. ნავსადგურში დგომის დროს აირმზიდი ტანკერი სავალდებულოა უზრუნველყოფილი იყოს ყველა სახმელეთო სამაშველო და სახანძრო სამსახურების საკონტაქტო მონაცემებით. აღნიშნული მონაცემები გემის ნავმისადგომთან დაყენებისთანავე ოფიციალურად უნდა გადაეცეს გემის კაპიტანს, საზღვაო მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის მიერ.
13. ნავსადგურში მდგომი აირმზიდი ტანკერის კაპიტანი, გემზე არასაშტატო და/ან ავარიული სიტუაციების წარმოშობის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტერმინალის მორიგე მტვირთავს (Loading Master), ნავსადგურის დისპეტჩერს, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს და მორიგე ბუქსირის კაპიტანს. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია ამას მოითხოვს, შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.
14. აირმზიდი ტანკერის მოძრაობის სიჩქარე ან ინერცია ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე ბორტთან „ბიტინგებზე“ დამაგრებული ბუქსირებით არ უნდა აღემატებოდეს 1,5 (ერთნახევარი) კვანძს.
15. აირმზიდი ტანკერის კორპუსის ცილინდრული ნაწილის გვერდული გადაადგილების სიჩქარე ნავმისადგომის რეზინის ამრიდებთან შეხების მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 0,14 მ/წ.
16. აირმზიდი ტანკერის ნავმისადგომთან მიყენების შემდეგ, სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, ნავთობტერმინალის მორიგე მტვირთავსა (Loading Master) და აირმზიდი ტანკერის კაპიტანს შორის უნდა შედგეს სათანადო ფორმის ერთობლივი შემოწმებისა და მოქმედების აქტი „გემი – ნაპირის“ უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების და სხვა აუცილებელი პროცედურების ჩატარებისა და შესრულების შესახებ. ერთი ეგზემპლარი ამ აქტისა სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე გემის მომსახურე აგენტის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი ნავსადგურის კაპიტნის სამსახურში.
17. ნავსადგურში აირმზიდი ტანკერის დგომის პერიოდში 150 (ას ორმოცდაათი) მეტრზე მეტი სიგრძის გემის შემოსვლა დაუშვებელია იმ შემთხვევებში, თუ შემოსული გემის ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე დატრიალებისას მისი (შემოსული გემის) და/ან შემოსული გემის დამტრიალებელი ბუქსირის ქიმსა და აირმზიდის ტანკერის კორპუსს შორის რჩება 25 (ოცდახუთი) მეტრზე ნაკლები მანძილი.
18. აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციები წყდება:
ა) ნებისმიერი გემის ნავსადგურის შიდა აკვატორიაში შემოსვლის ან გასვლის პერიოდში;
ბ) მკვრივი ნისლის დროს (მხედველობა 100 მ და ნაკლები);
გ) ძლიერი წვიმის, ჭექა-ქუხილისა და ელვის შემთხვევაში;
დ) თუ ქარის სიჩქარე აღემატება 17 მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 ბალი) და ზღვის ღელვა (ნავსადგურში) – 0,5 მ (დუგლასის შკალით 3 ბალი).
19. „ტიაგუნის“ მოქმედების შემთხვევაში, თუ აირმზიდი ტანკერის უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების უზრუნველყოფა შეუძლებელია, სატვირთო ოპერაციები წყდება, ტვირთის მიმწოდებელი მილი იხსნება და გემი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე უნდა გავიდეს ნავსადგურიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, აირმზიდს, სხვა გემებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ნავსადგურიდან გასვლაში.
20. აირმზიდზე ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში, სხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენების გარდა, გემს შეუძლია ავარიული შეტყობინება განახორციელოს გემის მთავარი საყვირის საშუალებით – „მოკლე წყვეტილი სიგნალების მიცემა მთავარი საყვირით 30 წამის განმავლობაშ