ბათუმის ნავსადგურში პერიოდულად მოქმედებს უხილავი მდგრადი ტალღა „ტიაგუნი“ (დანართი №13). გემის დგომა ნავსადგურში „ტიაგუნის“ დროს საფრთხეს უქმნის გემს, ნავმისადგომის აღჭურვილობას და გარემოს. „ტიაგუნი“ ნავსადგურში აღინიშნება განსაკუთრებით დასავლეთისა და ჩრდილოეთის მეოთხედებიდან მოქმედი ქარისა და ტალღის დროს. შტორმული გაფრთხილების მიღებისთანავე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა უნდა გააფრთხილოს როგორც ნავსადგურში, ასევე რეიდზე მდგომი გემის კაპიტნები. „ტიაგუნის“ პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე ნავსადგურში მდგომი ყველა გემის მთავარი ძრავი უნდა იყოს გადაყვანილი მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში და გემი ყოველმხვრივ მზად უნდა იყოს სწრაფად დატოვოს ნავმისადგომი/ნავსადგური საჭიროების შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანხმობის შემდეგ
ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 02.10.2025
მუხლი 96. „ტიაგუნი“
თავი XVII — ბათუმის ნავსადგური
მეზობელი მუხლები
- მუხლი 90. განაცხადი გემის დაზიანების შესახებ
- მუხლი 91. ბათუმის ნავსადგურის ფარგლები
- მუხლი 92. გარე რეიდი
- მუხლი 93. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორია და აკვატორია
- მუხლი 94. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ სანავიგაციო პირობები
- მუხლი 95. სანავსადგურე ერთეულები შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომი“
- მუხლი 97. უნავმისადგომო ჩამოსასხმელი
- მუხლი 98. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აირმზიდი ტანკერების სპეციალიზებული ნავმისადგომი №2
- მუხლი 99. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალი №4/5
- მუხლი 100. ბუქსირით მომსახურების პირობები სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“
- მუხლი 101. იახტკლუბი
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 96, №24, 25.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016150 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5522010/muxli-96/