1. ბათუმის ნავსადგურის მთლიანი აკვატორიის ფარგლები (Port Limit) მოქცეულია ქვემოთ მოცემული გეოგრაფიული კოორდინატების შემაერთებელი ხაზისა და სანავსადგურე ერთეულების ტერიტორიის შიგნით, კერძოდ:

ა) 41° 39,46´ ჩრდ. განედი/0410 38,37’ აღმოს. გრძედი (კონცხი „ბურუნტაბია“);

ბ) 410 40,05´ ჩრდ. განედი/0410 37,80´ აღმოს. გრძედი (ჩრდილოეთის წერტილი);

გ) 410 43,50´ ჩრდ. განედი/0410 41,55´ აღმოს. გრძედი (ჩრდილო აღმოსავლეთის წერტილი);

დ) 410 42,92´ ჩრდ. განედი/0410 42,70´ აღმოს. გრძედი (წერტილი „მწვანე კონცხის“ ჩრდილოეთით);

ე) 41° 39,95՛ ჩრდ. განედი /041° 40,96՛ აღმოს. გრძედი (მდინარე „ყოროლის წყალის“ შესართავი ზღვასთან);

ვ) სამხრეთიდან შემოსაზღვრულია სანავსადგურე ერთეულების: შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, შპს „ტერმინალ 1“-სა და შპს „იბერიის ნავმისადგომის“ ტერიტორიით.

2. ბათუმის ნავსადგურის ფარგლებში შედის: სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, სანავსადგურე ერთეული შპს „ტერმინალ 1“ და სანავსადგურე ერთეული შპს „იბერიის ნავმისადგომი“, ბათუმის ნავსადგურის შემომსვლელ/გამსვლელი ბუნებრივი არხი (ე.წ. „კანიონი“) და გარე რეიდი (ძირითადი საღუზე რაიონი).

3. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ იყოფა დაცულ (სარეჟიმო) და გახსნილ (ღია) ნაწილებად, კერძოდ:

ა) დაცული (სარეჟიმო) ნაწილი წარმოადგენს ნავთობ/გაზტერმინალის №1, №2, №3 ნავმისადგომების, საკონტეინერო და მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომების, საბორნე გადასასვლელის №6 ნავმისადგომის, მშრალი ტვირთების (ნაყარი და გენერალური) №7, №8, №9 ნავმისადგომების, და ნავთობტერმინალის უნავმისადგომო ჩამოსასხმელის (CBM) ტერიტორიას;

ბ) გახსნილი (ღია) ნაწილი შედგება №10 და №11 ნავმისადგომების ტერიტორიისაგან, რომელიც გამოიყენება ძირითადად სამგზავრო/საკრუიზო გემების მისაღებად და მომსახურებისთვის.

4. ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში (ნავმისადგომები და/ან საღუზე რაიონი) ნებისმიერი დროშის, ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალების წყალზედა კორპუსისა და/ან ზედნაშენის შესაღებად მოსამზადებელი პროცედურების ჩატარება, რომელიც ითვალისწინებს კორპუსის საფარის ძველი საღებავისგან და/ან ჟანგისგან ხელით, მექანკური თუ სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით წმენდასა და შემდგომ საღებავით მისი დამცავი და/ან საბოლოო ფენით დაფარვას, გარემოს დაბინძურების პრევენციისა და დაცვის უზრუველსაყოფად – აკრძალულია.

5.სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომების საპასპორტო სიგრძე მოცემულია ამ „წესების“ დანართ №8-ში.

6. სანავსადგურე ერთეული შპს „ტერმინალ 1“ და შპს „იბერიის ნავმისადგომის“ ნავმისადგომების საპასპორტო სიგრძე მოცემულია ამ „წესების“ დანართ №9-ში.

7. ბათუმის ნავსადგურის აკვატორია სქემატურად მოცემულია ამ „წესების“ დანართ №10-შ