1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ შესვლა და გამოსვლა ხორციელდება ღრმაწყლოვანი ბუნებრივი კანიონის საშუალებით, სანავიგაციო მნათი საგდულების (Leading Lights) ნიშნებზე გამავალი ღერძული ხაზის „(Leading Line)“ მეშვეობით, რომლის მიმართულებაა 158,7˚ – 338,7˚.
2. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიაში სატრანსპორტო მცურავი საშუალებების გადაადგილების სიჩქარე დაშვებულია არაუმეტეს 2 (ორი) კვანძისა.
3. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ფაქტობრივი სიღრმეები, ნავმისადგომების ფაქტობრივი (არასაპასპორტო) სიგრძე და სიღრმე, ნავმისადგომებთან გემების მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგი, (რომელიც დამოკიდებულია ნავმისადგომების გასწვრივ არსებულ ფაქტობრივი სიღრმეების ცვალებადობაზე), ოფიციალურად ცხადდება ყოველწლიურად, ნავსადგურის კაპიტნის მიერ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დამთავრებისთანავე, სანავსადგურე ერთეულის სათანადო სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო გაზომვებისა და წარმოდგენილი ბათიმეტრიული რუკების საფუძველზე.
4. დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში გემის სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ შემოსვლის წინ და ლოცმანის გემზე ასვლამდე, სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ყველა ნავმისადგომის ფრონტალური ხაზი სათანადოდ უნდა იყოს განათებული ისე, რომ ლოცმანი ნათლად ხედავდეს ნავმისადგომების ხაზს. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ არასათანადოდ განათების შემთხვევაში, უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და შესაძლო რისკების გათვალისწინების/გაანალიზების შემდეგ, მორიგე ლოცმანს შეუძლია უარი თქვას გემის ნავსადგურში შემოყვანაზე. ლოცმანი თავის მხრივ ვალდებულია გემის შემოსაყვანად/გასაყვანად გასვლის წინ გააფრთხილოს ნავსადგურის სადისპეტჩერო სამსახური ნავსადგურის მთლიანი განათების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერი ახორციელებს სათანადო კონტროლს ზემოთ ხსენებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და წარმოქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს სათანადოდ.
5. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა აკვატორიის ლიმიტირებული სივრცისა და აკვატორიაში ნედლი ნავთობის, ნავთობ/აირ პროდუქტების დასატვირთი/ჩამოსატვირთი ნავმისადგომების არსებობის გამო, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, ნებისმიერ ნავმისადგომთან და ე.წ. „უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან“ (CBM) მდგომი მებისმიერი დანიშნულებისა და ტიპის მცურავი საშუალების საწვავით გამართვა მეორე კორპუსით მიმდგარი „ბუნკერ გასამართი“ ტანკერის მეშვეობით ე.წ.“ Ship to Ship Ops“ (STS) – აკრძალულია. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ დაშვებულია მხოლოდ, გემის დიზელის საწვავით გამართვა, ასეთი ოპერაციების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ სპეციალიზებული ავტოცისტერნის საშუალებით და იმ მოთხოვნების შესრულებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესების 67-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 75-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით. გაუთვალისწინებელი შემთხვევდან გამომდინარე სატრანსპორტო გემის საწვავით გამართვა ე.წ. „ბუნკერ გასამართი“ ტანკერით, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს მხოლოდ ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით და იმ შემთხვევში თუ ეს „ბუნკერ გასამართი“ ტანკერი მუშაობს საქართველოს დროშის ქვეშ, სპეციალურად განკუთვნილია და აღჭურვილია გემზე საწვავის გადაცემის ოპერაციებისათვის და „ბუნკერ გასამართი“ ტანკერის კაპიტანს გააჩნია გარე რეიდზე „STS“ ოპერაციების ჩატარების გამოცდილება. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ტანკერების საწვავით გამართვა დასაშვებია მხოლოდ ნავთობ ტერმინალის №1, 2 და მე-3 ნავმისადგომებთან ნავთობ ტერმინალის ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობით.
6. №1 ნავმისადგომთან შემობრუნება ნავმისდგომთან დადგომის მიზნით შეუძლია მხოლოდ ტანკერს, რომლის სიგრძე არ აღემატება 142 მეტრს, ხოლო წყალშიგი 6.0 მეტრს. გემს, რომლის სიგრძე მეტია 142 მეტრზე, ხოლო წყალშიგი 6.0 მეტრზე, შეუძლია შემობრუნდეს ნავსადგურის შიდა აკვატორიაში (თუ მე-7 და მე-3 ნავმისადგომები თავისუფალია გემებისგან), ან მე-9 ნავმისადგომის მიმდებარე აკვატორიაში, თუ მე-9 ნავმისადგომი თავისუფალია გემისგა