1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან დასაყენებელი გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვებია 163 (ას სამოცდასამი) მეტრამდე სიგრძის მქონე ნებისმიერი ტიპის (გარდა ნავთობ/აირ მზიდი ტანკერებისა) მცურავი საშუალების დაყენება, მე-2, მე-3 და მე-6 ნავმისადგომებთან დაკავშირებით ყოველგვარი შეზღუდვებისა და დამატებითი პროცედურების ჩატარების გარეშე.
2. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით 163 (ას სამოცდასამი) მეტრიდან – 183 (ას ოთხმოცდასამი) მეტრემდე სიგრძის მქონე მცურავი საშუალების დაყენება დასაშვებია ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმების შემდეგ.
3. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით 183 მეტრიდან (ას ოთხმოცდაოთხი) – 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) მეტრამდე სიგრძის მქონე მცურავი საშუალების შემოსვლისა და გასვლის დროს, №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებისაგან. გამონაკლის შემთხვევაში, არსებული პირობებისა და სიტუაციის გათვალისწინებით (დაკავებული ნავმისადგომების რაოდენობა, ნავმისადგომებთან მდგომი გემების განზომილებები, მათი ტიპი და სატვირთო ოპერაციების სპეციფიკა, არსებული და მოსალოდნელი ამინდის მდგომარეობა) ნავსადგურის კაპიტანმა შესაძლოა გასცეს თანხმობა №3 და №6 ნავმისადგომებთან დასაშვები განზომილებების მქონე გემების დაყენების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მათი სატვირთო ოპერაციების ხანგრძლივობა არ შეაფერხებს მე 4/5 ნავმისადგომთან მდგომი გემის დროულად გამოსვლას, უსაფრთხო მანევრირებას და ნავსადგურიდან გასვლას.
4. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვებია 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) მეტრზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 210 (ორას ათი) მეტრი, სიგრძის მქონე ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების ეპიზოდური შესვლა და დაყენება (გარდა ნავთობ/აირ მზიდისა). მოცემული განზომილების მქონე მცურავი საშუალების ეპიზოდური და/ან დაუგეგმავი შემოსვლის, დგომისა და გასვლის დროს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ №2, (აირ ტერმინალი), №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებებისგან. ასეთი განზომილებების მქონე გემის სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ №4/5 ნავმისადგომზე უსაფრთხოდ შესვლისა და დგომის საკითხი განხილული უნდა იქნეს ნავსადგურის კაპიტანსა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის. საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის ნავსადგურის კაპიტანი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც №10 და №11 ნავმისადგომები დაკავებულია სამხედრო ან/და საკრუიზო გემებით და სანავსადგურე ერთეული „შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ხდება წინასწარ დაგეგმილი ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების (გარდა ნავთობ/აირ მზიდი ტანკერის) გემის გეგმურიი შემოსვლა, ასეთ შემთხვევაში (BICT ტერმინალის) სანავსადგურე ერთეული „შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაცია ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, ნაოსნობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით და გემის განზომილებების გათვალისწინებით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთი გემის დაყენებისათვის გამოიყოს №4/5 ნავმისადგომი. ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს იმ შეთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეული „შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციასა და სხვა სათანადო სამსახურების მიერ მე-2, მე-3 და მე-6 (საჭიროების შემთხვევაში №7) ნავმისადგომები საერთო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დროებით იქნება გათავისუფლებული იქ მდგომი მცურავი საშუალებებისაგან და ამასთანავე არსებობს გემის კაპიტნის პირადი თანხმობა და ლოცმანის დასტური ამგვარი გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გემის №4/5 ნავმისადგომთან მისვლის, დგომის და გასვლის პერიოდში სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ №2, №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ყველა ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებებისაგან ამ გემის ნავსადგურში ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობშ