1. ფოთის ნავსადგური მოიცავს სამხრეთ, ჩრდილოეთ შიდა და ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელებს, ავან პორტს, სამხრეთ, დასავლეთ და ახალ ჩრდილოეთ მოლს, შესასვლელ არხს და გარე რეიდს. ფოთის ნავსადგურის ტერიტორია შედგება დაცული (სარეჟიმო) და გახსნილი (ღია) ნაწილებისაგან.
2. ფოთის ნავსადგური შედგება 2 (ორი) სანავსადგურე ერთეულისგან, კერძოდ: სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (APM Terminals Poti) და შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელთაც გამოყოფილი აქვთ ზღვის შესაბამისი სივრცე ფოთის ნავსადგურის აკვატორიის სახით, გააჩნიათ განსაზღვრული სახმელეთო ტერიტორია და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომელთაც ჰყავთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და რომელთაც გააჩნიათ ნაოსნობის თანაბარი უფლება ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში. ფოთის ნავსადგურის აკვატორია მოცემულია ამ „წესების“ დანართ №16-ში.
3. დაცული (სარეჟიმო) ნაწილი წარმოადგენს ნავსადგურის იმ ტერიტორიას, რომელზეც ვრცელდება ნავსადგურის უშიშროების დაცვის გეგმა და სერტიფიცირებულია „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის“ (ISPS) მოთხოვნების შესაბამისა