1. ფოთის ნავსადგურში საბუქსირე ოპერაციები ხორციელდება ამ „წესების“ დანართი №17-ის შესაბამისად.
2. აკრძალულია ფოთის ნავსადგურში ბუქსირით ოპერაციების წარმოება, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 ბალი). გემის საჭის, ღუზის და მთავარი ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ბუქსირით ოპერაციების წარმოება ნებადართულია, თუ ქარის სიჩქარე 10 (ათი) მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 5 ბალი) არ აღემატება.
3. გემს, რომელსაც ექსპლუატაციიდან გამოსული აქვს მთავარი ძრავი ან საჭის დანადგარი, ფოთის ნავსადგურის აკვატორიაში ბუქსირით ოპერაციების განხორციელებისას, ჩართული უნდა ჰქონდეს COLREG-72-ით გათვალისწინებული შუქები და ნიშნები.
4. განსაკუთრებული პირობებების არსებობისას დაბალი წყალშიგის მქონე მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემები შეიძლება დაყენებულ იქნეს ღუზაზე შიდა აკვატორიაში, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ 100 მეტრი და ნაკლები სიგრძის გემს არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრის, ცხვირის სამართავი მოწყობილობა (Bow Thruster), ან გააჩნია და არ არის მუშა მდგომარეობაში, ან თუ სალოცმანო გაცილების დაწყებამდე, ლოცმანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული გემისთვის, მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, აგრეთვე ფაქტობრივი მეტეროლოგიური პირობების გათვალისწინებთ (ქარი, ტალღა, დინება, ხილვადობის გაუარესება) გემის უსაფრთხო შემოსვლა ან გასვლისათვის (სანავსადგურე ერთეულში ან სანავსადგურე რთეულიდან) ესაჭიროება 2 ბუქსირი, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მეორე ბუქსირის გამოყოფა მანევრირებისათვის.
6. სალოცმანო გაცილება და გემისათვის ბუქსირით მომსახურებით უზრუნველყოფა, გარდა ამ „წესების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სავალდებულოა.
7. სიგრძით 180 (ას ოთხმოცი) მეტრზე და/ან წყალშიგით 9,0 მეტრზე მეტი გემის ფოთის ნავსადგურში შესვლა/გასვლა დასაშვებია მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.
8. ქარის სიჩქარის 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი) და მეტად გაძლიერებისას ან/და ხილვადობის 0,5 საზღვაო მილზე ნაკლები შემცირებისას, აგრეთვე, შესასვლელ არხთან დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალზე მეტი ლივლივისას/ღელვისას ან საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას ნავსადგური იხურება. საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას, ნავსადგურში გემების შესვლა/გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ფაქტობრივი ამინდის პირობების გათვალისწინებით და კონკრეტული გემის კაპიტანთან და საზღვაო ლოცმანთან შეთანხმების საფუძველზე.
9. დასაშვებია თევზსაჭერი სეინერების ფოთის ნავსადგურიდან გასვლა, თევზის რეწვის რაიონში ნაპირიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) საზღვაო მილისა, ტალღის ამპლიტუდის სიმაღლე არაუმეტეს 2 (ორი) მეტრისა დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალი ან ქარის სიმძლავრე არაუმეტეს ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალისა (14 მ/წმ-ში), მაგრამ არაუმეტეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით მინიჭებული ნაოსნობის უფლების შესაბამისად.
10. ფოთის ნავსადგურში ბორანის მოძრაობა და მისაბმელი ოპერაციები, როგორც წესი, წარმოებს ქარის მიმართულებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) მ/წმ (ბოფორტის შკალით 5 (ხუთი) ბალი).
11. ფოთის ნავსადგურში გემის უსაფრთხო მაქსიმალური სიჩქარეა 5 (ხუთი) კვანძი.
12. ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში გემზე საზღვაო ლოცმანის მიღება და ნავსადგურში შესვლა/გასვლის ოპერაციების წარმოება დასაშვებია შემდეგი პირობების დაკმაყოფილებისას:
ა) არსებობს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის, ლოცმანის და გემის კაპიტნის ერთობლივი შეთანხმება;
ბ) სალოცმანო კატარღას გააჩნია შესაბამისი სამანევრო მონაცემები, ლოცმანის გემზე გადასმასა და ჩამოხსნისათვის;
გ) როცა ქარი უბერავს აღმოსავლეთის მხრიდან დასაშვებია ლოცმანის გემზე გადასმა და შესვლა/გასვლის ოპერაციების განხორციელება ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, თუ ქარის სიმძლავრე არ აღემატება 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 7 (შვიდი) ბალი;
დ) არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს (ზღვის ტალღის სიმაღლე დუგლასის შკალით შეადგენს 2,50-4.0 მეტრს) ნებისმიერი გემისათვის მაქსიმალური დასაშვები წყალშიგი შემოსასვლელ არხში უსაფრთხო მოძრაობისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
თუ არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს ტალღის სიმაღლე აღემატება დუგლასის შკალით 4 (ოთხი) მეტრს ნავსადგურში გემის შემოსვლა და გემის გასვლა აკრძალული