1. სუფსის ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში აკრძალულია სამგზავრო გემების ნაოსნობა.
2. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში წყლის დინებები ძირითადად ჩრდილო-დასავლეთით, სანაპიროს გასწვრივ არის მიმართული და ხშირად აღემატება 0,5 კვანძს. ქარი უფრო ხშირია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ყველაზე ძლიერი ქარი ზამთრის თვეებში აღინიშნება, როდესაც შესაძლებელია, მისი სიჩქარე 30 კვანძს აღემატებოდეს.
3. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში გამოყოფილია გემის ღუზაზე დგომის ორი წერტილი:
ა) წერტილი 1- φ = 420 02’ 10“ №; λ =41041’35;
ბ) წერტილი 2 – φ= 420 02’ 40“ №;λ= 410 40’ 50“