1. SPM არის ყვითლად შეღებილი, კვადრატის ფორმის შედუღებული კონსტრუქცია, რომელზეც დამაგრებულია ყოველი მხრით მიმართული სანისლე-საყვირი, რომელიც შეტყობინებებს ყოველ 30 წამში მორზეს ანბანის (U) მეშვეობით გადასცემს, მისი დიაპაზონია 5.0 საზღვაო მილი. თეთრი სანავიგაციო შუქი განმეორებით რეჟიმში მორზეს ანბანის (U) მიხედვით, 15 წამის განმავლობაში ანათებს, აქვე დამონტაჟებულია რადიოლოკაციური შუქურა (Racon Beacon).

2. SPM-ს კოორდინატებია: φ =42001’10.753” №, λ =41042’39.875 E.

3. SPM-ის სატვირთო ოპერატორია საქართველოს მილსადენი კომპანია (შემდგომში – სმკ).

4. SPM ტივტივა მდებარეობს მდ. სუფსის შესართავიდან დასავლეთით დაახლოებით 2 საზღვაო მილის მანძილზე და ფოთის ნავსადგურის სამხრეთით 8 საზღვაო მილის მანძილზე, ღია ზღვაში. იგი ამინდის ზემოქმედებისაგან დაუცველია. ტერმინალში წყლის სიღრმე 50 მეტრია, ტივტივისგან ნაპირისაკენ პირდაპირი მიმართულებით, დაახლოებით 0.45 საზღვაო მილის მანძილზე კი 20 მეტრამდე მცირდება.

5. SPM-ის ადგილმდებარეობა გათვალისწინებულია დანართი №20-ის შესაბამისად.

6. SPM ტივტივა განკუთვნილია ტანკერების განთავსებისათვის. SPM-ზე შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომის ტანკერების დატვირთვა: მინიმალური სიგრძე – 240 (ორას ორმოცი) მეტრი, მაქსიმალური სიგრძე 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) მეტრი; მინიმალური სიგანე – 33 (ოცდაცამეტი) მეტრი, მაქსიმალური სიგანე 46 (ორმოცდაექვსი) მეტრი; მაქსიმალური წყალშიგი 17.5 მეტრი. მაქსიმალური სრული წყალწყვა 145, 000 ტონა.

7. SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა ან/და გემის ღუზაზე დგომა (ნაოსნობა, ღუზაზე დგომის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ტანკერებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ზონაშიშედიან დატვირთვა – გადმოტვირთვის მიზნით; ბუქსირმზიდი გემისა და სხვა გემებისათვის, რომლებიც ახორციელებენ SPM-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას). უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში თევზმჭერი ბადის/რეწვის ინსტრუმენტი გამოყენება აკრძალულია.

8. SPM ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტია 2420 – 620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თოთოეულ მხარეს მდებარე 250 (ორას ორმოცდაათი) მეტრის სიგანის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა, თევზმჭერი ბადის/ტრალის/ქისა ბადის გამოყენება და/ან გემის ღუზაზე დგომ