1. ტანკერის მცურავ ნავმისადგომთან დაყენება ხორციელდება მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში სუფსის ტერმინალის მიერ, ფოთის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, სმკ-ის შეტყობინებით.
2. SPM-თან მდგომი ტანკერის საწვავით მომარაგება აკრძალულია.
3. გემის კაპიტანი, ტანკერის SPM-ზე დაყენების მთელ პერიოდში, უნდა იმყოფებოდეს ხიდურაზე. ასევე, დროის იმ პერიოდში, როცა გემი SPM-დან 1.0 საზღვაო მილის ფარგლებში მანევრირებს, კაპიტანი ყოველთვის ხიდურაზე უნდა იმყოფებოდეს.
4. პირი, რომელიც ახორციელებს სუფსის აკვატორიაში ტანკერის დაყენებას და მოხსნას, მცურავ ტივტივასთან (შემდგომში – PILOT/LOADING-MASTER უნდა იმყოფებოდეს ტანკერის ცხვირის გემბანზე. იგი ატყობინებს საზღვაო ლოცმანს (PILOT/LOADING-MASTER), რომელიც იმყოფება ტანკერის სანავიგაციო ხიდურაზე, ტანკერის მიმართულებისა და SPM-სთან მიახლოების მანძილის შესახე