1. ყულევის ნავსადგური განლაგებულია მდინარე ხობის მარცხენა ნაპირზე. ნავსადგურის ჩრდილოეთი საზღვარი გადის ზღვიდან მდინარე ხობის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. აღმოსავლეთის საზღვარი გადის მდინარე ცივისა და მდინარე ხობის შეერთების ადგილიდან, მდინარე ცივის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ხიდამდე, რომელიც გადადის მდინარე ცივზე. სამხრეთი საზღვარი გადაკვეთს კუნძულს ხიდიდან ზღვის ნაპირისკენ. ნავსადგურის ტერიტორიის, აკვატორიის და მისასვლელი არხის კოორდინატები დატანილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ საკადასტრო და საზღვაო რუკებზე. ყულევის ნავსადგურის საზღვრების კოორდინატები და გრაფიკული სქემა მოყვანილია დანართში №21-ში.
2. ყულევის ნავსადგური შედგება სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალის“, მდინარეების – ხობისა და ცივის შიდა სამდინარო აკვატორიისა და მისასვლელი არხისაგან.
3. ნავთობტერმინალი მოიცავს საინჟინრო ნაგებობების კომპლექსს ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ნახშირწყალბადის, ნარჩენების, წყლისა და ნავთობის მინარევების გადასატვირთად და შესანახად, თხევადი გაზის გადამტვირთავ ესტაკადას შესაბამისი ინფრასტუქტურით.
4. საზღვაო ტერმინალის კომპლექსი, რომელიც მოიცავს 3 ჰიდროტექნიკურ სანავმისადგომო ნაგებობას, უზრუნველყოფს ტანკერების და სანავსადგურე ფლოტის დგომას, ნავთობტერმინალის ობიექტებთან კავშირს, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ნახშირწყალბადის, ნარჩენების, წყლისა და ნავთობის მინარევების ტრანსპორტირებას, აგრეთვე მათ ტანკერებზე გადატვირთვას.
5. სამხრეთ-დასავლეთით (SW) ზღვასა და ნავსადგურის საზღვარს შორის გადის აკუმულაციური ქვიშიანი ლილვი. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით (NE) ნავსადგურის საზღვრის ფარგლებში მიედინება მდინარე ცივი.
6. ყულევის ნავსადგურში დაიშვება მხოლოდ ნავთობთან და თხევად გაზთან დაკავშირებული ოპერაციებ