სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებია:

ა) ნალექი 900 (ცხრაასი) მმ-ზე მეტი წელიწადში, უმეტესი რაოდენობა ზაფხულობით, მაქსიმალური რაოდენობა დღე-ღამეში 268 (ორას სამოცდარვა) მმ ნალექი. ნოემბრიდან პირველ მარტამდე ნალექის რაოდენობა 723 მმ. წელიწადში ნალექიანი დღეების რიცხვი 108-169, თვეში ნალექიანი დღეების რიცხვი 9-16;

ბ) ნისლი 1-1,5%, შიგადაშიგ – 5%, აღემატება 7%. ნისლიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 27 დღე;

გ) ხილვადობა 5-10 მილი, საუკეთესო ხილვადობა აპრილი – ოქტომბერი. ხილვადობის გაუარესება ზაფხულში გამოწვეულია ნალექით. სანავიგაციო შუქები ჩანს 7,5 მილის სიშორიდან;

დ) გრუნტი – იზობატამდე 10 (ათი) მეტრი, ნალექი მცირე ქვიშით. ნაპირისგან მოშორებით მკვრივი ტალახი მცირე ქვიშით და დამსხვრეული ნიჟარებით;

ე) დინების სიჩქარეა 0,5 მ/წმ. დინების სიჩქარის შეცვლა დამოკიდებულია ქარის მიმართულებასა და სეზონურ წვიმებზ