1. დატვირთვის დამთავრების შემდეგ ტანკერის კაპიტანი და PILOT/LOADING-MASTER უნდა შეთანხმდნენ ტანკერის აშვების გეგმაზე.

2. SPM-თან ტანკერის დგომის დროს ეკიპაჟი მასზე უნდა იმყოფებოდეს სრული შემადგენლობით.

3. ტანკერის გასვლა SPM-დან დამოკიდებულია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი ამინდის პირობებზე და ხორციელდება:

ა) ტანკერის სატვირთო სამუშაოების დასრულების შემდეგ;

ბ) ამინდის პირობების გაუარესების გამო ტანკერის სატვირთო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში;

გ) თუ არ არის უზრუნველყოფილი საბუქსირე მომსახურება დრეკადი სატვირთო მილების გადახსნის შემდე