1. სუფსის საზღვაო ნავსადგურში გემის დატვირთვისათვის სავალდებულოა სალოცმანო გაცილების განხორციელება.

2. ორი ლოცმანი-ჩატვირთვების ხელმძღვანელი (Pilot – Loading Master) გემზე ადის უსაფრთხო ბორტის მხარეს ნავსადგურის მცურავი ნავმისადგომიდან (SPM) დასავლეთით, 3 (სამი) საზღვაო მილის მანძილზე, რისთვისაც ნავსადგურის ბარკასი გამოიყენება.

3. სანაპიროს პერსონალის ტანკერის ბორტზე ასვლისა და ტანკერის კოლექტორთან შლანგების მისაერთებელი აღჭურვილობის განთავსების შემდეგ, ლოცმანი-ჩატვირთვების ხელმძღვანელი იწყებს ნავსადგურის მცურავ ნავმისადგომთან (SPM) მიახლოებას.

4.ლოცმანი – ჩატვირთვების ხელმძღვანელის გემზე ასვლის პარალელურად, მარცხენა ბორტის ამწე საექსპლუატაციო მდგომარეობაშია მოყვანილი და პერსონალი მზადაა, ჩატვირთოს აღჭურვილობა, რომელიც შლანგების მიერთებისთვის არის აუცილებელი.

5. გემის მიბმა ხორციელდება მხოლოდ დღის საათებში, დატვირთვა და ნავმისადგომიდან აშვება კი – ნებისმიერ დროს, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა.

6. ლოცმანი – ჩატვირთვების ხელმძღვანელები გემზე დარჩებიან ტივტივასტან SPM- თან მისი ყოფნის განმავლობაში. თუ გემი სიბნელის პერიოდში შემოდის, კაპიტანს შეუძლია ღუზაზე დადგომა ან დრეიფში დადგომა გათენებამდე, როცა პერსონალის ბორტზე მისაღებად მზადყოფნაში მყოფი გემი SPM -დან დასავლეთით 3.0 საზღვაო მილის მოშორებით დგა