1. ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის სააგენტოსთვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი ლოცმანის სერტიფიკატის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის/ ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთოდეს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.
3. სააგენტოს შეაქვს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ:
ა) შეიცვალა ლოცმანის ის პირადი მონაცემები, რომლებიც ასახული იყო ლოცმანის სერტიფიკატში;
ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი და ეს პირობები ასახული უნდა იყოს ლოცმანის სერტიფიკატში;
გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.
4. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან 1 (ერთი) თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
5. სააგენტო ახალ ლოცმანის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი ახლის გაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტო