1. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, მაშინ მის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი   „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად;

ბ) სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში „Bridge Team and Resource Management“ საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

2.განცხადების და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სერტიფიკატის მინიჭების საკითხ