1. სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის მიერ სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი სალოცმანო სამსახურის და ლოცმანის სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.
2. სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი ითვალისწინებს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას.
3. შემოწმების შედეგები აისახება აქტში, რომელსაც იხილავს სააგენტო, შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში. აქტი ინახება სალოცმანო სამსახურის სასერტიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად.
სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის და ლოცმანის სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლო