1. ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა გაიაროს სტაჟირება სალოცმანო სამსახურში და/ან შესაბამის ნავსადგურში არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით, სულ მცირე 20 სალოცმანო გაცილებით, ან 2 (ორი) თვის ვადით, იმ შემთხვევაში, თუ გააჩნია სხვა ნავსადგურში ლოცმანად მუშაობის 24 (ოცდაოთხი) თვიანი გამოცდილება და შესაბამის ნავსადგურში ჩატარებული აქვს სულ მცირე 12 სალოცმანო გაცილება.
2. გადაწყვეტილებას ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის სტაჟირების შესახებ იღებს სააგენტო, თუ მაძიებელი წარმოადგენს ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საბუთებს, გარდა მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტაჟირების გავლის დამადასტურებელი საბუთისა.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს სტაჟიორის მოწმობას, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის დანართი №8-ით.
4. სტაჟიორის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადი