სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი:

ა) ვალდებულია განახორციელოს საქმიანობა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;

ბ) ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო საზღვაო ნორმებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

გ)  უფლებამოსილია მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსთან სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;

დ)ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარ საზღვაო ინციდენტზე;

ე) ვალდებულია    უზრუნველყოს სალოცმანო მომსახურების უზრუნველმყოფი პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, სალოცმანო სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების მუდმივი და სისტემატური შემოწმება;

ვ) ვალდებულია სალოცმანო სამსახურის შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 წლის განმავლობაში;

ზ) ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ  დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს;

თ) ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები;

ი) ვალდებულია უზრუნველყოს ლოცმანი საზღვაო ფორმით, აღიარებული ტიპის სამაშველო ჟილეტით, ხელის საზღვაო ულტრამოკლეტალღიანი რადიოსადგურით;

კ) ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში დაიწყოს პირის სტაჟირება;

ლ) ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს სააგენტოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის დამადასტურებელი ჩანაწერები;

მ) უფლებამოსილია განახორციელოს ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობან