ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი:
ა) ვალდებულია განახორციელოს საქმიანობა ლოცმანის სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;
ბ) ვალდებულია სალოცმანო გაცილების დროს 3 (სამი) თვის განმავლობაში არანაკლებ 20-ჯერ აიყვანოს გემზე სტაჟიორი და ჩაუტაროს მას სწავლება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ასევე, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია კონკრეტული ნავსადგურის აკვატორიის სპეციფიკის სწავლების მიზნით აიყვანოს ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი სხვა პირი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს უკანასკნელი დასაქმებულია კონკურენტ სალოცმანო სამსახურში;
გ) ვალდებულია ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი დაესწროს ამ მუხლის ,,ბ" პუნქტში მითითებულ პირთა პრაქტიკულ გამოცდას;
დ) ვალდებულია სალოცმანო მომსახურებისას უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
ე) უფლებამოსილია მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსთან სალოცმანო მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;
ვ) ვალდებულია აცნობოს სააგენტოს სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარ საზღვაო ინციდენტზე;
ზ) ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ;
თ) ვალდებულია სააგენტოს თანამშრომლის მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ გაიაროს შემოწმება ნარკოლოგიურ და ალკოჰოლურ სიმთვრალეზე;
ი) ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ეცვას ლოცმანის საზღვაო ფორმა და სამაშველო ჟილეტები;
კ) ვალდებულია სერტიფიკატის განახლების დროს გაიაროს „Bridge Team and Resource Management“ (სიმულატორი) საწვრთნელი კურსი სააგენტოს მიერ აღიარებულ ცენტრში;
ლ) ვალდებულია განახორციელოს ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობან