სააგენტო:

ა)   გასცემს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აგრძელებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, გასცემს დუბლიკატს, უარს აცხადებს სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებაზე;

ბ)  შეაქვს ცვლილებები სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიკატში;

გ)  სალოცმანო სამსახურის/ლოცმანის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის და შემდგომ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის და ლოცმანის საქმიანობაზე;

ე) აგზავნის პირს სტაჟირებისათვის სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში და/ან ნავსადგურში;

ვ) წინასწარი შეტყობინების გარეშე ავალებს ლოცმანს გაიაროს შემოწმობა ნარკოლოგიურ და ალკოჰოლურ სიმთვრალეზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

თ) ახორციელებს სალოცმანო სამსახურის წლიურ და არაგეგმურ შემოწმებებ