1. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, გამოსაცდელი პირი ვალდებულია განახორციელოს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეულ ორ სხვადასხვა ნავმისადგომთან  გემების სალოცმანო გაცილება (გემის ნავსადგურში შეყვანა-გაყვანა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პრაქტიკული გამოცდა ტარდება გემის კაპიტნის თანხმობით. ლოცმანი გემზე ასვლისთანავე ვალდებულია შეატყობინოს გემის კაპიტანს, რომ გამოსაცდელი პირი მისი მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს გემის სალოცმანო გაცილებას.

3. პრაქტიკულ გამოცდას უნდა დაესწროს ლოცმანი, ნავსადგურის კაპიტანი ან/და სააგენტოს წარმომადგენელი.

4. ლოცმანი ვალდებულია  უზრუნველყოს სტაჟიორის მიერ  გამოცდის ჩაბარების დროს გემის უსაფრთხო  მანევრირებაზე ზედამხედველობა. პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, პირის მიერ არსებითი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ლოცმანი გემის კაპიტანთან შეთანხმებით წყვეტს გამოცდას და თავად ახორციელებს სალოცმანო გაცილებას. გამოცდის დროს ლოცმანი  პასუხისმგებელია  ნავსადგურში  გემის უსაფრთხო  მანევრირებაზე.

5. პირის მიერ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების თაობაზე სააგენტოს წარმომადგენლი წერს შესაბამის დასკვნას, სადაც უნდა აისახოს უფროსი ლოცმანის, გემის კაპიტნისა და ნავსადგურის კაპიტნის მოსაზრებები. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ნავმისადგომთან სალოცმანო გაცილებების შედეგები დამაკმაყოფილებელი