1. ლოცმანის სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ რეგლამენტის დანართით №7.
2. ლოცმანის სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
3. ლოცმანის სერტიფიკატში აისახება:
ა) ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი;
ბ) ლოცმანის სერტიფიკატის გაცემის თარიღი;
გ) ლოცმანის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
დ) ნავსადგურის დასახელება, სადაც ლოცმანი უზრუნველყოფს გემის სალოცმანო გაცილებას;
ე) ამ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.
4. ლოცმანის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.
ზედამხედველობა და კონტრო