1. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ გემების დამუშავებისათვის გააჩნია – I და II საწარმოო რაიონი, საკონტეინერო ტერმინალი, საბორნე ტერმინალი, ნავთობტერმინალი და სამხრეთი რაიონი (მრავალმიზნობრივი ტერმინალი).

2. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“:

ა) №7, №8, №9, №10, №12 და №14 ნავმისადგომებზე წარმოებს გენერალური ტვირთის და ნაყარი მარცვლეულის, აგრეთვე სხვა ტვირთით დატვირთული გემის დამუშავება;

ბ) №3, №4, №5, №6 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთით, ლითონნაწარმით, ჯართით, ქიმიკატებით დატვირთული გემის დამუშავება;

გ) საკონტეინერო ტერმინალში (№7 ნავმისადგომი) წარმოებს კონტეინერებით, დანადგარებით და სხვა ტვირთით დატვირთული გემები;

დ) №2 ნავმისადგომზე წარმოებს ნავთობმზიდი ტანკერის და სარკინიგზო ბორანის დამუშავება;

ე) ნავთობტერმინალში (№1 ნავმისადგომი) წარმოებს 61◦C-ზე მეტი აალების ტემპერატურის მქონე ნავთობპროდუქტების დამუშავება. აღნიშნულ ნავმისადგომებზე შესაძლებელია საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება სააგენტოსთან შეთანხმებული ტექნოლოგიური რუკისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გეგმის შესაბამისად.

ვ) №2 ნავმისადგომზე ბორანის მიბმის ოპერაციების ან გასვლის დროს, სატვირთო ოპერაციები უნდა გაჩერდეს №1 ნავმისადგომზე.

ზ) №11 ნავმისადგომი გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტის დგომისათვის.

თ) №2, №7, №12, №13 და №14 ნავმისადგომებზე წარმოებს საავტომობილო ბორნების და გენერალური ტვირთის მქონე გემების დამუშავება;

ი) სამხრეთ რაიონში (№14 ნავმისადგომი) წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის, კონტეინერების, დანადგარების და სხვა მძიმე წონის ტვირთის მქონე გემების დამუშავება;

კ) №15 ნავმისადგომზე წარმოებს ნაყარი მარცვლეულისა და სხვა გენერალური ტვირთის დამუშავება.

3. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ არსებული ამწეების ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს ამწის ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ პირობით რომ დაცულია უსაფრთხოების მინიმალურ ზღვარი (ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობაზე 10% ნაკლები ზღვარი