შესასვლელი
არხი

1. ნავსადგურის შესასვლელი არხი შედგება ორი მუხლისგან: პირველი მუხლის სიგანეა 100 (ასი) მეტრი, სიღრმე – 13 მეტრი, ღერძის მიმართულება – 1290-3090, სიგრძე – 5 (ხუთი) კბტ (926 მეტრი), ხოლო მეორე მუხლის სიგანეა – 50 მეტრი, სიღრმე – 13 მეტრი, ღერძის მიმართულება – 158,90-338,90, სიგრძე – 3,5 კტბ (სამ ნახევარი) (648 მეტრი).

2. ფოთის ნავსადგურის შესასვლელ არხში რეგულარულად მიმდინარეობს ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები 103-ე მუხლის „ვ“ პუნქტით განსაზღვრული არხის პარამეტრების შესანარჩუნებლად.

3. ყოველკვარტალურად ან ყოველი შტორმის შემდეგ უნდა ჩატარდეს შესასვლელი არხის სიღრმეების აზომვითი სამუშაოები. აზომვითი სამუშაოების ჩატარებისა და აზომვების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ხორციელდება ნავმისადგომებსა და შესასვლელ არხში ნაოსნობისათვის უსაფრთხო წყლის დერეფნის სიფართისა და დაშვებული წყალშიგის (სამუშაო სიღრმის) გამოცხადება. შესასვლელი არხით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები