1. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ საბუქსირე ოპერაცია ხორციელდება ამ „წესების“ დანართი №14-ის შესაბამისად.

2. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე დიდტონაჟიანი ტანკერების დაყენების, გადაყენების და გაყვანის ოპერაციებში, ნავსადგურისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სავალდებულოა 4 (ოთხი) ბუქსირი საერთო ჯამური სიმძლავრით არანაკლებ 9500 ც.ძ.-ით.

3. გემის მომსახურებისთვის ნომინირებული აგენტი გემის რეიდზე მოსვლამდე არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე ატყობინებს გემის კაპიტანს ამ წესებით დადგენილი სავალდებულო ბუქსირთა რაოდენობისა და მათი ჯამური სიმძლავრის შესახებ.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის სიჩქარე გადააჭარბებს 11 მ/წმ-ს, უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე მდგომი ტანკერის უსართხოების უზრუნვესაყოფად დაუყოვნებლივ გამოიყენება 3 (სამი) ბუქსირი საერთო ჯამური სიმძლავრით არანაკლებ 9000 ც.ძ. ტანკერი უმოკლეს დროში უნდა გამზადდეს ზღვაში გასასვლელად და 4 (ოთხი) ბუქსირისა და ლოცმანის დახმარებით უნდა დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავმისადგომთან მდგომი გემის კაპიტანი მისი ნომინირებული აგენტის საშუალებით თხოვნით მიმართავს ნავსადგურის კაპიტანს გემის მთავარი ძრავის ან რომელიმე დამხმარე მოწყობილობის (რომლის გამო გემს არ შეეძლება თავისით გადაადგილება) რემონტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, ნავსადგურის კაპიტანი, ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და გრძელვადიანი პროგნოზის გაანალიზების შემდეგ, შეძლებისდაგვარად აძლევს რემონტის ჩატარების უფლებას, მაგრამ არაუმეტეს 8 (რვა) საათის ხანგრძლივობით. ამ შემთხვევში ერთი მუდმივად მზადყოფნაში მყოფი ბუქსირი მორიგეობს გემის ბორტთან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების სრულად დამთავრებამდე. მთავარი ძრავის მომენტალური შემოწმების (ერთი მოკლე რევერსი) შემდეგ, როდესაც გემის ადმინისტრაცია დარწმუნდება გემისა და მისი მთავარი ძრავის სრულად გამართულობაში, გემის კაპიტანმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს და მორიგე ბუქსირი, გემის ადმინისტრაციის თანხმობით, თავისუფლდება მასზე დაკისრებული ვალდებულებისგან და ბრუნდება მის საშტატო სადგომთან ნავსადგურის ტერიტორიაზე.

6. საბუქსირე ოპერაცია სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ შემომავალი გემისთვის იწყება „ბურუნტაბიას“ კონცხის ტრავერზიდან და მთავრდება დანიშნულ ნავმისადგომთან გემის სრული დაფიქსირების და მიბმის დამთავრებისთანავე. გემის მომსახურე ბუქსირებიდან როგორც წესი, „ბურუნტაბიას“ კონცხის ტრავერზიდან 2 (ორი) ბუქსირი დაუყოვნებლივ უნდა იყოს დამაგრებული გემთან „ბიტინგებით“ იმისათვის, რომ შესაძლებელი ავარიული სიტუაციის წარმოქნისას მყისიერად მოახდინოს რეაგირება და დახმარება გემის მოძრაობის ინერციის ჩახშობაში, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავმისადგომის კონსტრუქციისა და თავად გემის დაშავება. საბუქსირე ოპერაციის დამთავრებას განსაზღვრავს ლოცმანი.

7. საბუქსირე ოპერაცია ნავსადგურიდან გამავალი გემისათვის იწყება საბუქსირე ბაწრების სრულად დამაგრებისა და მათი საიმედობის ვიზუალური შემოწმების შემდეგ და გრძელდება გემის ნავსადგურიდან სრულ გასვლამდე.

8. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აკვატორიაში ცუდად მოძრავი ან არათვითმოძრავი მცურავი ერთეულები გადადგილდებიან სათანადო სიმძლავრის მქონე ბუქსირის საშუალებით მოცემული ოპერაციის დამთავრებამდე.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აუცილებელია ნავმისადგომთან მდგომი გემის სწორხაზოვანი მიმართულებით წინ ან უკან გადაწევა იგივე ნავმისადგომზე, ასეთი სახის ოპერაციაზე უნდა გაიცეს ნავსადგურის კაპიტნის თანხმობა. გამომდინარე გემის ზომებიდან, ამინდის მდგომარეობიდან და გადასაწევი მანძილის სიდიდიდან, საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს სანავსადგურე ერთეულის ხარჯზე მოითხოვოს ერთი ბუქსირის, ორი ბუქსირის ან ლოცმანისა და ბუქსირების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ გემის გადანაცვლება ხდება ერთი ნავმისადგომიდან სხვა ნავმისადგომზე, მაშინ ასეთი ოპერაცია უნდა განხორციელდეს ლოცმანისა და სათანადო სიმძლავრის ბუქსირების დახმარებით.

10. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ სპეციფიკიდან გამომდინარე გემების ნავმისადგომებთან სათანადოდ და საიმედოდ დამაგრების უზრუნველსაყოფად, ყოველი გემის კაპიტანი ვალდებულია წელიწადის ნებისმიერ დროს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომებთან უზრუნველყოს გემის დამაგრება, მხოლოდ სინთეტიკური ბაგირების (საბელის) საშუალებით, გემის განზომილებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობისა და პოზიციის (დანიშნულების) გათვალისწინებით.

11. სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ გემის მისაბმელი ბაგირების აუცილებელი რაოდენობა მოცემულია დანართ №15-ში.

თავი XVIII

ბათუმის იახტკლუ