1. იახტკლუბის ექსპლუატაცია (საქმიანობა) ხორციელდება აღნიშნული იახტკლუბის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად. იახტკლუბი ვალდებულია წესები და მასში განხორციელებული ცვლილებები გახადოს საჯარო, ასევე მიაწოდოს შესათანხმებლად სააგენტოს, დამტკიცებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. ექსპლუატაციის წესები როგორც მინიმუმ უნდა შეიცავდეს:

ა) იახტკლუბის ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაციას და სტრუქტურას;

ბ) იახტკლუბის ტერიტორიაზე და აკვატორიაში იახტებისა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს/წესებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკას;

დ) რისკის შეფასების პროცესს;

ე) ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მართვისა და ანგარიშგების პროცედურებს, სამაშველო წესებს;

ვ) იახტკლუბის ტერიტორიის მარკირების წესებს;

ზ) იახტკლუბის რუკას (იახტების, აღჭურვილობისა და შესანახი ადგილების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით);

თ) იახტკლუბში გარემოს და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესს;

ი) ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის რეგულირების კუთხით იახტკლუბის ადმინისტრაცია;

კ) არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის წესებს;

ლ) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს: ძებნა-გადარჩენის შესახებ.

3. იახტკლუბის ტერიტორიაზე ნაოსნობის უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

თავი XIX

ფოთის ნავსადგუ