1. ფოთის ნავსადგურის აკვატორია შემოსაზღვრულია შემდეგი კოორდინატებით:
LAT=42.08'0 N; LONG=041.39'58 E;
LAT=42.08'0 N; LONG=041.36'00 E;
LAT=42.12'0 N; LONG=041.34'00 E;
LAT=42.12'0 N; LONG=041.37'86 E;
რომელიც მოიცავს:
ა) ჩრდილოეთ ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც განლაგებულია დასავლეთ მოლის, ჩრდილოეთ მოლის (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის №1 და №2 ნავმისადგომი) და შუა მოლის (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის №12 და №13 ნავმისადგომი) შორის;
ბ) სამხრეთ ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია სამხრეთი, დასავლეთი და შუა მოლით;
გ) შიდა ნავსაყუდელი – ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის №1 და №2 საწარმოო რაიონებით, №7 ნავმისადგომით და ჩრდილოეთის ნავსაყუდელით;
დ) ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია ჩრდილოეთ მოლით (ფოთის ახალი ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომი №3), შიდა დასავლეთის მოლით №1 და შიდა დასავლეთის მოლით №2 (ფოთის ახალი ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომი №2);
ე) ავან პორტს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია დასავლეთის მოლით, ახალი ჩრდილოეთის მოლით, შიდა დასავლეთ მოლით №1 და შიდა დასავლეთ მოლით №2 (ფოთის ახალი ნავსადგურის სანავსადგურე ერთეულის ნავმისადგომი №2;
ვ) ნავსადგურის შესასვლელ არხს;
ზ) გარე რეიდ