ღუზაზე
დგომის
რაიონები
1. გემის ღუზაზე დგომის:
ა) ჩრდილოეთი რაიონი №200 – გათვალისწინებულია მხოლოდ ტანკერებისა და/ან სახიფათო ტვირთებით დატვირთული გემის დგომისათვის;
ბ) სამხრეთი რაიონი №300 – №300 საღუზე რაიონში გამონაკლისის სახით დასაშვებია ტანკერების ღუზაზე დგომა, როდესაც №200 საღუზე რაიონი გადატვირთულია.
2. რეიდზე დგომისას სატვირთო ოპერაციების განსახორციელებლად გემებისათვის განკუთვნილია ღუზაზე დგომის ორი წერტილი: წერტილი№1 φ = 420 09,’6 №; λ =041038,’0 E 16 (თექვსმეტი) მეტრი სიღრმეზე და წერტილი №2 φ = 42 009,'6 №; λ=0410 37,'3 E 15 (თხუთმეტი) მეტრი სიღრმეზე. საზღვაო ლოცმანი ზემოხსენებულ წერტილებში ახორციელებს გემების დაყენებას გემის კაპიტნის მოთხოვნით.
3. ფოთის ნავსადგურში გემის რეიდზე დგომის პერიოდში ნაყარი ტვირთისთვის დასაშვებია ტვირთის გადმოტვირთვის ოპერაციები, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბარჟა ან ნებისმიერი მცურავი საშუალება. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ადგენს რეიდზე დგომის ადგილს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ტვირთის გადმოტვირთვის ოპერაციები. ბარჟის გამოყენება დასაშვებია დუგლასის შკალით 3 (სამი) ბალამდე (ტალღის სიმაღლე არ აღემატება 1,25) ზღვის ღელვის პირობებში. თუ გამოყენებული იქნება სხვა მცურავი საშუალებები (მცირე ზომის გემები), ზემოაღნიშნული ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და გემის კაპიტნის შეთანხმების საფუძველზ