1. მონაცემები სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომების შესახებ მოცემულია ამ „წესების“ დანართი №19-ში.

2. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში“ შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები ზომებია: სიგრძე 225 (ორასოცდახუთი) მეტრი, სიგანე 35 (ოცდათხუთმეტი) მეტრი, წყალშიგი – 12.5 (თორმეტრნახევარი) მეტრი.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ტალღას 4 ბალი დუგლასის შკალით და ქარის სიჩქარე 10 მ/წმ-დეა, სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში“ კონტეინერმზიდი გემების შესვლისას მათი წყალჯდომა არ უნდა აღემატებოდეს 10.1 (ათ) მეტრს.

4. იმ შემთხვევაში როდესაც ადგილი აქვს დასავლეთის ტალღას 3 ბალი დუგლასის შკალით და დასავლეთის ქარის სიჩქარე 9 მ/წმ-დეა, სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურიდან“ კონტეინერმზიდი გემების გასვლისას მათი წყალჯდომა არ უნდა აღემატებოდეს 10.7 (ათ მთელ შვიდ მეათედ) მეტრს.

5. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველკვარტალურად ჩაატაროს ავან პორტისა და ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელის სიღრმეების აზომვითი სამუშაოები. აზომვითი სამუშაოების ჩატარებისა და აზომვების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ხორციელდება სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ ნაოსნობისათვის უსაფრთხო წყლის დერეფნის სიფართისა და დაშვებული წყალშიგის (სამუშაო სიღრმის) გამოცხადებ