1. SPM-ზე ტანკერის დაყენების და სატვირთო ოპერაციების წარმოების და SPM-ზე დგომის დროს ბუქსირით უზრუნველყოფა აუცილებელია.
2. გემის კაპიტანმა, უშუალოდ ან აგენტის მეშვეობით, განაცხადი საბუქსირე უზრუნველყოფაზე უნდა გააკეთოს ნავსადგურთან ან ბუქსირით მომსახურე კომპანიასთან, ნავსადგურში შესვლამდე 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე და დაადასტუროს განაცხადი ნავსადგურში შესვლამდე 2 (ორი) საათით ადრე 70 (სამოცაათი) და 16 (თექვსმეტი) ულტრამოკლე რადიოტალღაზე.
3. ბუქსირით უზრუნველყოფის განაცხადის გაფორმება ხორციელდება ტანკერის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმებამდე. ბუქსირის მომსახურება დასტურდება საბუქსირე მომსახურების ქვითარში კაპიტნის ხელმოწერით, ტანკერის ნავსადგურიდან გასვლამდ