1. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურს“ გემების დამუშავებისათვის გააჩნია – საწარმოო რაიონი და ჩრდილოეთ რაიონი. საწარმოო რაიონი მოიცავს გენერალური და ნაყარი ტვირთების ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს, საბორნე ტერმინალს, ჩრდილოეთ რაიონი გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების დგომისათვის. ასევე ადგილობრივი დანიშნულების გენერალური და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლად.
2. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“:
ა) საწარმოო რაიონში (№1, №2, №3, №4 ნავმისადგომები) წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის, კონტეინერების, სამგზავრო და სატვირთო ბორნების, აგრეთვე სხვა ტვირთით დატვირთული გემების დამუშავება;
ა.ა) №1 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის, კონტეინერების, მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების დამუშავება,ა.ბ) №2 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის დამუშავება,ა.გ) №3 ნავმისადგომზე წარმოებს გენერალური და ნაყარი ტვირთის დამუშავება. იგი ასევე გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების დგომისათვის,ა.დ) №4 ნავმისადგომზე წარმოებს რო -რო ტიპის საავტომობილო ბორნების დამუშავება,ბ) ჩრდილოეთ რაიონი (№5 ნავმისადგომი) გამოიყენება ნავსადგურის დამხმარე ფლოტისა და თევზსაჭერი გემების დგომისათვის. ასევე ადგილობრივი დანიშნულების გენერალური და ნაყარი ტვირთების დასამუშავებლად.
3. სანავსადგურე ერთეული შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში“ არსებული ამწეების ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს ამწის ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ პირობით რომ დაცულია უსაფრთხოების მინიმალურ ზღვარი (ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობაზე 10% ნაკლები ზღვარი).
სუფსის ნავსადგუ